ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი, რომელსაც ძალიან ეფექტურად ვიყენებ
სწავლების პროცესში არის learningaps.org-ში
შექმნილი სავარჯიშოები. LearningApps.org
- არის
Web 2.0 მცირე,
ინტერაქტიული
მოდულებით
სწავლისა
და
სწავლების
მხარდასაჭერი
პლატფორმა.
მოდულები
პასუხობენ
სწავლების
შინაარსს.
შესაძლებელია
ონლაინ
რეჟიმში
მათი
დამოუკიდებლად
შექმნა
და
რედაქტირება.
იქმნება
ყველასათვის
ხელმისაწვდომი
მრავალჯერადი
გამოყენების
სასწავლო
დანართები.
შექმნილი
დანართები
აკმაყოფილებენ
სწავლების
კონკრეტულ
საჭიროებებს
და
არ
არიან
შეზღუდული
ინტერაქტიული
თვალსაზრისით.
შექმნილი
დანართები
ცალკე
დასრულებულ
კურსს
არ
წარმოადგენენ,
ისინი
შესაბამისი
სცენარით
ჩართული
არიან
სწავლების
პროცესში.
სავარჯიშოების შექმნა ერთ-ერთი
აქტივობა გახლავთ იმ მრავალ აქტივობათაგან, რომელთა გამოყენებაც მიწევს სწავლა-სწავლების პროცესში. ამ ტიპის
სავარჯიშოები ძალიან მოხერხებული და საინტერესოა, განსაკუთრებით დროის დაზოგვისა და სხვადასხვა შესაძლებლობების
მოსწავლეთა სწრაფად შეფასებისთვის. სავარჯიშოებს სხვადასხვა დონისა და სიძლიერის
მიხედვით ვქმნი დa დროდადრო განვაახლებ იმის მიხედვით, რა თემა მინდა გავააქტიურო
და მივიღო ზუსტი სურათი, რა მდგომარეობაა კლასში.
აქ შექმნილი რესურსები ყოველთვის გამომდინარეობს და მიჰყვება პროგრამულ
მასალას, რომელიც ორიეტირებულია ერროვნულ სასწავლო გეგმაზე, მის ინდიკატორებზე.
კერძოდ:
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული
სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა
და ქცევის ფორმებს;
·
იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის
სალიტერატურო ნორმებს;
·
მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ
წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით
(მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
·
მართებულად იყენებს მსჯელობისა
და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“,
„ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
·
მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის
შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.
VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის
ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ამ ტიპის სავრჯიშოების შექმნა შეიძლება ყველა
თემასზე, ყველა საგანში. მთავარია მასწავლებელმა სწორად აირჩიოს მისთვის საჭირო საკითხი,
თემა. მე ქართულ ენასა და ლიტერარურას ვასწავლი, ამიტომ ვცდილობ ეს რესურსი ეფექტურად გამოვიყენო როგორც
ენის, ასევე ლიტერატურის სწავლებისას
რაც ეხება შედეგს, რა მივიღე ამ სავარჯიშოების
გამოყენებით, როგორ მოერგენ მას მოსწავლეები. მინდა აღვნიშნო, რომ ცალკე აღებული არცერთი
რესურსი არ არის ისეთი, რომ შედეგზე მარტო ამით
გავიდეთ. ეს დავალებებბი სხვა მარავალ სტრატეგიასა თუ აქტივობასთან მაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელო ეოვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული სტანდარტი იმის გათვალისწინებით,
რა შესაძლებლობისაა ესა თუ ის მოსწავლე. მთავარი
დამადასტურებელი იმისა, თუ რა შედეგზე
გავედით, გახლდათ 2014-2015 სასწავლო წლის ბოლოს სკოლის მიერ ჩატარებული გამოცდა
მე-9 კლასებისთვის. გამოცდაზე კლასმა აჩვენა
კარგი შედეგი, მათ წარმატებით დაძლიეს საბაზო საფეხური ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გამოცდა ყველამ ჩააბარა, რომელიც საკმაოდ ობიექტურად, ასე ვთქვათ ,მკაცრად ჩატარდა. ამ წარმატების მიღწევაში ელი აქ წარმოდგენილმა სავარჯიშოებმაც
